08 სექტემბერი 2026,   04:26
ვრცლად
ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს დღეს ექსპერტიზის დასკვნას გააცნობს 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ირაკლი შოთაძეს დღეს ისევ შეხვდებიან. გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები საგამოძიებო უწყებისგან საქმის მკვლელობად გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურაში დღეს მათ ექსპერტიზის დასკვნა უნდა გააცნონ, თუმცა კონკრეტულად რომელ დოკუმენტზეა საუბარი მათთვის ჯერ უცნობია.

"წინასწარ ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ თავის დროზე შს სამინისრტოსგანაც მქონდა მოლოდინი, რომ წესიერად გამოიძიებდნენ და აქამდე ფარდა აეხდებოდა ამ ჩვეულებრივ მკვლელობას. გამოჩნდება რამდენად მფარველობს პროკურატურა შსს-ს," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გავეცნოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც თავიდანვე არ ვენდობი. მთავარი პროკურატურის ამ მოჩვენებით პოზიციებს აღარ ვენდობი. გამოძიება შეეშვას თვითმკვლელობის კვალიფიკაციით საქმის გამოძიებას, იმიტომ რომ ეს თვითმკვლელობა არ არის, ეს არის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობა.

იმდენი ექსპერტიზაა დანიშნული, თვითონ ვერ ჩამოყალიბებულა გამოძიება რომელი ექსპერტიზა იქნება საჭირო, რომ მოიტანონ. ჯერ უნდა ჩამოაყალიბონ რომელი გააყალბონ. აყალბებენ ახლა და ვნახოთ რომელს გააყალბებენ," - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები