იძალადა თუ არა პოლიციელმა შაქარშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანზე - 19 ვერსიას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისევ სწავლობს.
რა გამოკვეთა გამოძიებამ თითქმის ორთვიანი მუშაობის შედეგად - დეტალებზე სახელმწიფო ინსპექტორი არ საუბრობს.
"გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. გამოძიება გრძელდება ამ სისხლის სამართლის საქმეზე და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას," - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.