19 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
უძველესი არტეფაქტები გრაკლიანის გორაზე - სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარი აღმოჩნდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანის გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ. წ II და I ათასწლეულებით თარიღდება. საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარი აღმოჩნდა.

ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

დღის ამბები