მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება. PCR ტესტირება იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კოვიდის გამოხატული ნიშნები გააჩნიათ და ასევე, დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.
"მესტიის მუნიციპალიტეტში, დღეს დაიწყება მასობრივი თერმოსკრინინგი. PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ. წუხელ გამოკვლეული ტესტირებებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში, სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.
რაც შეეხება მეორად ტესტირებას უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება. სოფლებში რიგდება ყოვედღიურად ჰუმანიტარული დახმარება. კარანტინში მყოფი მეორადი და მსურველები თუ ვინმეა უნდა გადაყვანა კარანტინში აბსოლუტურად უზრუნველყოფილია მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის შეზღუდვები ისევ რჩება რეგიონში," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.