საქართველოში ბოლო ერთი თვეა კორონავირუსით დაინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი 2 ნიშნულს აღწევს. პაციენტების 82% უკვე გამოჯანმრთელებულია. მიმღებ განყოფილებებში 236 პაციენტი რჩება, აქედან 6-ის მდგომარეობა კრიტიკული, 23-ის კი მძიმეა.
ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების 12 დღიანი ვადა 21 აგვისტოს იწურება. მკაცრი რეგულაციები მხოლოდ დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში შენარჩუნდება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, შემოდგომამდეც დადგეს.