08 სექტემბერი 2026,   04:12
ვრცლად
შუამდგომლობაში მე ვერ წავიკითხე საფუძვლიანი დასაბუთება, რომ გაგრძელდეს წინასასამართლო სხდომა - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი შს სამინისტროში იმყოფებოდა. დავით ჭიკაიძემ ძალოვანი უწყებიდან მასალები გამოითხოვა და შეეცადა გაერკვია, თუ რატომ გადაიდო 31 აგვისტოს დანიშნული სასამართლო პროცესი, თუმცა უშედეგოდ.

საბა ჩხარტიშვილს ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძესთან ერთად, შედარებით მსუბუქ დანაშაულში, ძალადობაში - სდებენ ბრალს, რადგან სამივე პირი მცხეთაში მხოლოდ თავდაპირველ ინციდენტში მონაწილეობდა.

"ჩაბარებული მაქვს შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა შუამდგომლობის გაცნობის შემდეგ, მე ვერ წავიკითხე საფუძვლიანი დასაბუთება, რომ გაგრძელდეს წინასასამართლო სხდომა, რადგან საბა ჩხარტიშვილისათვის შეფარდებული ბრალი, რომელიც მოიცავს 126-ე მუხლს, ამ ეპიზოდთან მიმართებაში 28 ივლისის შემდეგ ფაქტობრივად არ არის მტკიცებულებები მოპოვებული,"- აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

დღის ამბები