08 სექტემბერი 2026,   04:12
ვრცლად
თამარის მეგობარ დეა კაპანაძეის შეცვლილი ჩვენება ეჭვს ბადებს და ხელსაყრელია გამოძიებისთვის - რა ინფორმაცია მიაწოდა ბაჩანა ლობჟანიძემ პროკურატურას

ბაჩანა ლობჟანიძე რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის პროკურატურაში გამოძიების კითხვებს პასუხობდა. მისი თქმით, მან გამომძიებლებს რამდენიმე კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა, ერთ-ერთ მათგანი თამარის ახლო მეგობარს, დეა კაპანაძეს ეხება, თუმცა ლობჟანიძეს მედიასთან დეტალები აღარ დაუკონკრეტებია.

პროკურატურამ ბაჩანა ლობჟანიძე გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მას უწყებას სპეციალური განცხადებით მიმართა, სადაც წერდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ახალ ინფორმაციას ფლობდა.

"შემეკითხნენ თამარის წერილზე, ჩემს მობილურზე და დეას საკითხებზე, მან რამდენიმე ჩვენება შეცვალა, რომლის მიხედვითაც დროებში თანხვედრა არ არის. ჯერ ამბობდა თამარმა ორი დღე არ შემეხმიანო ბევრი საქმე მაქვს ასე მითხრაო და შემდეგ შეცვალა და 10 დღე თქვა ორის ნაცვლად. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს და გამოძიებისთვის ხელსაყრელია," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე.

დღის ამბები