08 სექტემბერი 2026,   04:13
ვრცლად
ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძემ 20 ივნისის ჩვენებაში იცრუა - არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატის თქმით, მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენებები არასწორია.

ადვოკატის თქმით, ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა რომ იმ შენობიდან ვინმეს დაენახა კონკრეტული პირების გადაადგილება ხიდზე.

"დადასტურდა რომ ბრეგვაძის მიერ 20 ივნისს მიცემული ჩვენება არასწორი და ტყუილია. ექსპერიმენტით გამორიცხა იმის შესაძლებლობა რომ იმ შენობიდან ვინმეს დაენახა კონკრეტული პირების გადაადგილება ხიდზე და მით უმეტეს ამ პირების იდენტიფიცირება.

რაც შეეხება ბოლო ექსპერიმენტს მისი ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან ბუნებრივი განათების პირობებში, შეუძლებელია ჩატარდეს ისე, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გაითამაშეს.

დღის ამბები