08 სექტემბერი 2026,   04:12
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება

რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიხეილ კალანდიას ადვოკატი იმყოფებოდა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველის დაბარება სავარაუდოდ, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ შეტანილ მისივე საჩივარს უკავშირდება, სადაც ადვოკატი იქამდე შეტანილ განცხადებებზე რეაგირებას მოითხოვს.

საქმე ეხება კალანდიას საქმის არაეფექტურ გამოძიებას, დაცვაზე განხორციელებულ ზეწოლას, მუქარასა და მოწმეებზე ზემოქმედებას.

ზურაბ თოდუამ უარი განაცხადა, რომ აღნიშნულ უწყებაში დაიკითხოს და მოითხოვა, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოხდეს მისი დაკითხვა. 

თოდუას თმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში მოწმეთა გარკვეული ნაწილი 7 მოწმე სწორედ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაექვემდებარა ზეწოლას.

გარდა ამისა, ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის სახელზე დაახლოებით 15-მდე საჩივარი აქვს დაწერილი.

ზურაბ თოდუა საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. 

დღის ამბები