25 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
დევი ჭანკოტაძე მისი საარჩევნო შტაბის წევრის დაკავებას აქტივისტების დაშინების მცდელობას უკავშირებს

აქტივისტების დაშინების მცდელობას უკავშირებს დევი ჭანკოტაძე დღეს მისი საარჩევნო შტაბის წევრის დავით ზაქრაძის დაკავებას. "ნაციონალური მოძრაობის" სამტრედია-წყალტუბო-ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მათი წევრი დღეს პოლიციას 7 საათის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდა დაკავებული.

თავად ზაქრაძე მის რამდენიმე საათიან დაკავებას ერთი თვის წინ მომხდარ ჩხუბს უკავშირებს. დავით ზაქრაძე ადვოკატთან ერთად სამტრედიის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცველებმა მანქანიდან დალუქული იარაღი გადმოიტანეს, თუმცა ვის ეკუთვნის იარაღი კომენტარს არ აკეთებენ. 

ამ დილით სოფელ გომის თემში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის სახლი გაჩხრიკეს და პარტიის წევრების თქმით, საათების განმავლობაში გაურკვეველ ადგილზე ჰყავდათ გადაყვანილი. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

დღის ამბები