ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ექიმის ვახტანგ ყიფიანის საქმეზე გამოძიებასთან შუამდგომლობას არ გამორიცხავს. სამინისტროს ეს პოზიცია ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული ანგიოქირურგის ოჯახის აწევრებთან - მამასთან და ძმასთან შეხვედრის შემდეგ დააფიქსირა.
"შუამდგომლობის შესაძლებლობა, გარკვეულწილად, არსებობს და ეს ჩვენი არაერთი განცხადებით უკვე მოხერხდა.
მოვახდენთ ექსპერტების სრულ ჩართულობას, იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის და რეგულირების სააგენტოს და იმ არსებული საკანონმდებლო ბაზის ჩარჩოს ფარგლებში მოხდეს დასკვნების გაკეთება, არამედ მოხდეს მიზანშედეგობრივი კავშირი იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა. გამოიკვეთება, თუ პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა კონკრეტულად რომელი მანიპულაციის შედეგად გვაქვს ჩვენ მიღებული," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეხვედრა ექიმის ოჯახის წევრებმა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს, თუმცა ცნობილია, რომ მათი შეფასებით ვახტანგ ყიფიანი გაუგებრობის მსხვერპლია.