19 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"მწყემსი რომელმაც ცხედარი იპოვა მიგზავნილი იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა შვილის გარდაცვალების საქმეში მაღალჩინოსნების კვალს ეძებს

პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის მარშრუტის და სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი კი საგამოძიებო ექსპერიმენტს აწარმოებს.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი 13 საათში დასრულდება. ექსპერტები 24 საათის განმავლობაში შეისწავლიან ავტომობილში ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას, რითაც დაადგენენ შესაძლებელი იყო თუ არა, ბაჩალიაშვილის ცხედრის იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როგორშიც ის სამართალდამცველებმა ნახეს.

გარდაცვლილი გოგოს მამა, მისი შვილის გარდაცვალებაში მაღალჩინოსნების კვალს ეძებს. დღესვე ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ მწყემსი, რომელმაც ცხედარი იპოვა, მიგზავნილი იყო.

ოჯახი მათი შვილის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.

დღის ამბები