19 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა, ნაცები ხართ ყველანი" - ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული დეპუტატი

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატ მიხეილ გრემელაშვილს, რომელმაც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს. ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმამაღლა აპროტესტებდა და შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ისროდა. 

"რადგან დაეთანხმეთ, ე.ი. თქვენც გადაებით იმ რგოლს, რომელიც ნაცების დროს იყო. ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს, არავინ არაფერს მეკითხება, ხო? აბა როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა?! ვინა ხართ ხალხო, წერა-კითხვა არ იცით. თქვე ნაცებო, თქვენ. ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაგიტოვათ შანსი, რომ ადამიანურად გეცხოვრათ, მაგრამ პირიქით,"-განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 50 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

დღის ამბები