ჩვენ ვქმნით ემოციებს - "სინედოკ თბილისის" კინოფესტივალი ამ სლოგანის გარშემო ერთიანდება.
ონლაინ ჩვენების შემდეგ ფილმები ღია სივრცეში - დრაივ-ინ ფორმატში ინაცვლებს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 7 სექციაში სულ 45 ნამუშევარია თავმოყრილი. ფესტივალი 30 აგვისტოდან, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
წლევანდელი პროგრამა 7 სექციას მოიცავს, სადაც თავს 45 დოკუმენტური ნამუშევარი იყრის. მრავალფეროვანი თემატიკა ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.
ფესტივალი მსოფლიოში პირველია რომელიც დოკუმენტურ კინოჩვენებებს დრაივ-ინ ფორმატში მართავს.