08 სექტემბერი 2026,   07:26
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის მოწმის სასამართლოში დაკითხვა დასრულდა - მან ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული პირები ამოიცნო

6 საათია მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანების პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის გამოკითხულია არასრულწლოვანი მოწმე ე.ხ. რომელმაც ვიდეოჩანაწერიდან კონკრეტული პირები ამოიცნო, თუმცა კონკრეტულად ვინ ადვოკატები არ აკონკრეტებენ.

უკვე გამოიკითხა ბრალდების კიდევ ორი მოწმე. დღესვე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან სამართალდამცავებიც, რომლებიც ადგილზეც მუშაობდნენ.

"დეტალურად მისცა ჩვენება, შემთხვევის დღეს, რაც მისთვის ცნობილი ფაქტი იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ლ.ქ-ს მიმართა, მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ მან შეამჩნია ამ არასრულწლოვან ბრალდებულს ჰქონდა დაზიანება სახის არეში. ჩვენება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ, შემთხვევის დღეს მივიღეთ დაზიანება და ჩვენ ვართ დაზარალებულები და არა ბრალდებული.

ამოიცნო სხვა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის, ნ.ქ. ამოიცნო მან "ლიდერფუდის" უკან, ეზოში ჩვენ ვიმყოფებოდით, არც უარვყოფთ, იქ მიიღო დაზიანება და ეს დაადასტურა მან, რომ ნამდვილად ნ.ქ. იმყოფებოდა იქ,"- აცხადებს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

"ამოცნობა ასე არ შემდგარა, უბრალოდ იქ მოწმემ ჩვენების პარალელურად მიუთითა კონკრეტულ გარემოებებზე, რომელიც ვიდეოზე იყო ასახული. თუმცა ამ ინფორმაციას ჩვენ არ ვეთანხმებით. კონკრეტული პიროვნებები მიუთითა, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ნ.ც.-ზე დააკონკრეტა, რომ აღნიშნულ მანქანაში არ ჩამჯდარა,"- აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

დღის ამბები