07 სექტემბერი 2026,   16:51
ვრცლად
დაპირისპირება Skygirls Bar-ში - თანამშრომლებს ობიექტის ერთ-ერთი სტუმარი ძალადობასა და თაღლითობაში ადანაშაულებს

ფიზიკური დაპირისპირება თბილისში. Skygirls Bar-ის თანამშრომლებს ობიექტის ერთ-ერთი სტუმარი ძალადობასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. მიზეზი ისევ არასწორად შედგენილი ანგარიშია. მომხმარებელი ამტკიცებს, რომ უკმაყოფილების გამოხატვის გამო, ის 6-მა პირმა სცემა. მათ შორის არიან დაცვის თანამშრომლებიც. შემთხვევა პარასკევს, ღამის საათებში მოხდა. საქმე აღძრულია ძალადობის მუხლით. ამ დრომდე მიმდინარეობს დაკითხვა ობიექტის თანამშრომლების და დაპირისპირებაში მონაწილე პირების.

"გარდა იმისა რომ 25 კოქტეილი ეწერა, კალკულაციაში იყო ძალიან სოლიდური თანხა დამატებული, უტიფრად მიმტკიცებდნენ, რომ თურმე ჩვენ არ გვახსოვდა და 5-ის ნაცვლად შეკვეთილი გვქონდა 25. როცა ბარიდან ვიყავი ამოსული მოტყუებით ჩამიყვანეს ისევ ბარში, მცემეს უმოწყალოდ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის პერსონალი - გოგონა, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. პატრულის მოსვლის შემდეგ გადაიმალა 4 ბოროტმოქმედი, 2 დარჩა ადგილზე, ორივე ამოვიცანი და ორივე უკვე დაკითხულია," - აცხადებს ივიკო ფრუიძე.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გარდა ჩხუბის ხმისა, მათ ბარიდან ამომავალი მუსიკის ხმაც აწუხებთ და ამის გამო რამდენჯერმე პატრულიც გამოიძახეს.

შეგახსენებთ, თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები.

დღის ამბები