19 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი "ფლეშკა" - მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეისწავლიან ნივთებს, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდას ავტომობილიდან მტკიცებულებების სახით ამოიღეს. მათ შორის საუბარია მეხსიერების ბარათზეც. საპროცესო მოქმედებას დაესწრება დაზარალებული ოჯახის ადვოკატიც:

"ავტომობილში აღმოჩენილია, ჯერჯერობით, გაურკვეველი "ფლეშკა", არა ის "ფლეშკა", რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებებზე და რომელსაც ცნობენ და ვეძებთ დღემდე. ალბათ უფრო მუსიკალური იქნება. გარდა ამისა, ოჯახიდან წაღებულია გარკვეული ტექნიკა, WI-Fi-სთან დაკავშირებული როუტერის აპარატურა და ბევრი ისეთი ნივთი, რომელზეც ჩემი თანდასწრების გარეშე ექსპერტიზა არ ხდება,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ნახეს. საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.  

დღის ამბები