17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ქარელში იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობას ქარელის მოსახლეობა ხვალიდან შეძლებს. იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალი 1021 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ახალი იუსტიციის სახლი მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. ქალაქ გორის შემდეგ, ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნა.

ადგილზე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. იუსტიციის ახალ სახლში ქორწინების სახლიც განთავსდა.

დღის ამბები