გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტ ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს, ადვოკატები რამდენიმე საათში გლდანის ციხეში მოინახულებენ. არ არის გამორიცხული ამ ორ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს.
"გამოძიების მხრიდან დაზუსტდა ბრალი და საბა ჩხარტიშვილს წარედგინა სისიხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. აღნიშნული სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას მოიცავს. ბრალის ფორმულირების მიხედვით კი, არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს," - აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
შეგახსნებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი გუშინ დაუზუსტდა. ჩხარტიშვილს ძალადობასთან ერთად ახლა უკვე "სისხლის სამართლის კოდექსის" 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.