08 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორისა ვახტანგ ჩიქოვანს დღეს ბრალს დაუზუსტებენ

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტება კიდევ რამდენიმე პირის მიმართ მოხდება. მათ შორისაა ვახტანგ ჩიქოვანიც, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობისა და ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს წარდგენილი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში შედის ცვლილება და მას დაკონკრეტდება მოტივი, კერძოდ მისი ბრალდების მუხლი დაზუსტდება შემდეგნაირად: დანაშაულის დაფარვის მიზნით წინასწარი შეცნობით თავისუფლების აღკვეთა. მოტივის დაზუსტება მოხდება "ტოიოტა ქამრის" სხვა მგზავრების მიმართაც.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ რამდენიმე პირს დაემატება ცრუ ჩვენების ბრალდებაც. პარალელურად ბრალი დაუზუსტდებათ მერსედესის ავტომობილის მგზავრებსაც, თუმცა რა ნაწილში ჯერჯერობით უცნობია.

17 დაკავებულიდან, რამდენიმე პირის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ საგამოძიებო უწყებიდან ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და ვარაუდობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ წაყენებული ბრალი უცვლელი დარჩება.

დღის ამბები