08 სექტემბერი 2026,   07:26
ვრცლად
ბარ Skygirls-ის მფლობელი ბარის მომხმარებლის ცემის ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩახაიძეა

ბარ Skygirls-ის კლიენტის ცემისთვის დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ბარის მენეჯერია, რომელიც დაზარალებულის თქმით, აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატის განცხადებით, ის დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ივიკო ფრუიძე ფიზიკური ძალადობის გარდა, ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დღეს შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული დაკავებული მარიანა ჩხაიძის მეუღლე, ის გუშინაც იყო უწყებაში და გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, რომ მის მეუღლეს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. 

ამასთან, ირკვევა ახალი დეტალი, რომ ბარის მფლობელი დაკავებული მარიანა ჩახაიძეა

ფრუიძის ადვოკატის განცხადებით, არ არის გამორიცხული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საქმეში ცვლილებები იყოს. 

"მოცემულობა ივა ფრუიძესთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოძიება მისი ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა ნაწილით დაიწყო, შემდგომში გადაკვალიფიცირდა და დღეის მდგომარეობით დადგენილია, რომ ბარში მომუშავე 2 დაცვის თანამშრომელი და ბარის მენეჯერი დააკავეს. მეორე პიროვნება, რომელიც ივა ფრუიძესთან ერთად იმყოფებოდა წასულია დასავლეთში. ივა ფრუიძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, განისაზღვრება ხარისხი და არ არის გამორიცხული იყოს ცვლილება," - აცხადებს დაზარალებულ ივა ფრუიძის ადვოკატი რომან ნადირაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ერთ-ერთ ღამის ბარში სტუმრებსა და ბარის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტი ანგარიშის გამო დაიწო. მძიმედ დაშავდა ბარის სტუმარი, რომელსაც ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები.

დღის ამბები