19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
რატომ დაუმძიმდათ ბრალდება შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტ საბურთალოელებს - მოწმეები გამოძიების ვერსიას უარყოფენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს - საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს გამოძიება ახლა ძალადობასთან ერთად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება. ბრალის დადგენილების მიხედვით, აგარაკზე მყოფი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე საბურთალოელებს მუხლები დაუზუსტდათ.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მათ გაუტეხეს ვახო ჩიქოვანს თავი კრამიტით. მოწმეები იხსენებენ, რომ მათ ჩვენებებში მსგავსი არაფერი წერია და ბრალის ამგვარ ფორმულირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 

დღესვე, საქალაქო სასამართლომ ცრუ მოწმის, ვერონიკა არონიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თობაზე იმსჯელა და ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

დღის ამბები