18 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
სოფელ რუისპირში 47 წლის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თელავში - სოფელ რუისპირში 47 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით დაიწყო, სადაც თანხის ნაწილში ვერ შეთანხმდნენ.

გარდაცვლილის სასიკვდილო ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
შუახნის კაცი სისხლიანი გარჩევის დროს ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ტაქსიში მოხდა, რითაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები გადადგილდებოდნენ.

"როგორც ვიცით, მკვლელმა სახლში მიაკითხა და სახლიდან ტაქსით გაიყვანა. გარდაცვლილი მანქანებით ვაჭრობდა და როგორც ვიცით, მომხდარიც ამას უკავშირდება. რაღაც ფინანსურ ნაწილში ვერ შეთანხმდნენ," - აცხადებს ადგილობრივი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

დღის ამბები