აჭარაში ისევ იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. საცხოვრებელი კომპლექსი "ორბის" ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID - 19. ინფიცირებული ხანში შესულია ქალია, რომელიც დასუფთავების სამსახურის თანაშრომელია.
როგორც ცნობილია, ის ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ ყოფილა, ვინაიდან მას აწუხებდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები.
ინფიცირებული არის საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ თანამშრომლის ოჯახის წევრი, რომელსაც გასულ კვირას დაუდასტურდა კორონავირუსი.