03 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანში დღეს ოფიციალურად გაიხსნება

"ღირსეული პარტნიორი 2020" 11:00 საათზე ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. საერთაშორისო სამხედრო სწავლებას საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს.
წვრთაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სპეციალურად "ღირსეულ პარტნიორში" მონაწილეობისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში ფოთის პორტშიდან შემოვიდა.

სენაკის ბაზაზე გათავსებამდე ტექნიკას მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დეზინფექცია ჩაუტარდა. სწავლების მონაწილე პირადმა შემადგენლობამ დღის ბოლოს წვრთნების გახსნის გენერალური რეპეტიცია გაიარა.

დღის ამბები