პრემიერ-მინისტრმა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა რაგბში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც დაესწრო.
გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა რაგბის აღორძინებისთვის ფონდ "ქართუს" როლზეც, რომლის ინვესტიციებით ქვეყანაში არაერთი მოედანი თუ კომპლექსი აშენდა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ შეძლოს და ჩაერთოს ე.წ. შემოდგომის ტურნირში, სადაც ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდი და ფიჯის ეროვნულ ნაკრები მონაწილეობს.