ე.წ. "საქმიანი ეზო" უკვე ზესტაფონშიც არის. ობიექტი დაახლოებით 30 სოფელს მოემსახურება. ტერიტორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა, ისინი მეტყევეებს შეხვდნენ.
"საქმიანი ეზოების" მოწყობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში "ტყის ახალი კოდექსის" მიღების შემდეგ დაიწყო. აქ სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ორგანიზებულად ახორციელებს.
რეფორმის მიზანი უკანონო ჭრებისა და ტყეზე უარყოფითი გავლენის შემცირებაა.