19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
სამეგრელოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, თავის საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონელს ინახავდა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 29 000 ლარს აღემატება.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები