თბილისში, ქორწილში დაინფიცირებული ორი პირი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელის მკვიდრია. შესაბამისად, სოფელ ორბელში ამ დროისთვის, უკვე მუშაობენ ეპიდემიოლოგები.
როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას სოფელ ორბელის რწმუნებულმა, ბადრი ლარცულიანმა აღნიშნა, ეპიდემიოლოგები სოფლის მცხოვრებლებს ტესტავენ და ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, სოფელში ეპიდემიოლოგების კიდევ ერთ ჯგუფს ელოდებიან.
შეგახსენებთ, დღეს დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან 5 ჯგუფი თბილისში გამართულ ქორწილს უკავშირდება, ამ ჯგუფიდან ორი კი სოფელ ორბელის მაცხოვრებელია.