06 სექტემბერი 2026,   09:49
ვრცლად
თბილისში "მედკაპიტალის" პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე "მედკაპიტალის" პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა "რუსთავი2"-ს დაუდასტურა. პოლიკლინიკის კარდიოლოგს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმის ინფიცირებამდე ვირუსი მის ოჯახის წევრსაც  დაუდასტურდა.

ინფიცირებული ექიმის კოლეგები, რომელთაც მასთან შეხება ჰქონდათ თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსი არ დადასტურებია.

"ჩვენი თანამშრომელი 1-2 სექტემბერს გამოცხადდა სამსახურში და არ ჰქონდა არანაირი ჩივილები, 3-ში ჩვეულებრივად აიღო კოვიდზე და იყო სუსტად დადებითი, იმავე წუთში გავაკეთეთ დეზინფექცია, მეორე დღეს გავიგეთ რომ მეორე ტესტიც იყო დადებითი. იზოლაციაში არის 19 თანამშრომელი. მას შეხება ჰქონდა პაციენტთან და მიმდინარეობს ეპიდდაკვირვება, თუ რომელიმეს გამოუვლინდება ყოველდღიური შეხება გვაქვს ოჯახის ექიმებთან," - განაცხადა კლინიკა "მედკაპიტალის" მენეჯერმა მედეა ზარნაძემ.

დღის ამბები