რამდენად კანონიერია "ბათუმი რივიერას" მშენებლობა - ამაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ორგანიზაცია "ბათუმის" სახელით ობიექტის ასაშენებლად გაცემული ნებართვა გაასაჩივრა.
ადმინისტრაციულ საჩივარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განიხილავს.
"მიგვაჩნია, რომ ეს ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის დარღვევით. ამ საქმესთან დაკავშირებით "საია" წარმოადგენს, როგორც დაინტერესებული პირების ასევე ორგანიზაცია "ბათუმის" ინტერესებს. ეს ადმინისტრაციული საჩივარი აუცილებლად წარსადგენი იყო. თუ ეკონომიკის სამინისტრო არ დააკმაყოფილებს საჩივარს ჩვენ ამ დავას სასამართლოს საშუალებით გავაგრძელებთ," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.