თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. ისინი ნელ-ნელა ეცნობიან საქმის მასალებს. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ის ინფორმაცია, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა საინტერესოა და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
"ჩვენ გადავეცით პროკურატურას საკითხების ჩამონათვალი, რისი გაცნობაც გვაინტერესებდა. ეს საკითხები, ასევე, შეთანხმდა გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ადვოკატთან. დღეს უკვე შევდივართ, რომ დავიწყოთ საქმის მასალების გაცნობა, რა თქმა უნდა, ბოლოს გადაცემულ მასალასაც, როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ მან მოიპოვა სატელიტით მიღებული სურათები," - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.