08 სექტემბერი 2026,   06:32
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხით განახლდება.

ბრალდებულების უფლებადამცველები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მათი თქმით, მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. საუბარია ფარულ ვიდეოჩანაწერებზე.

"გვაქვს შუამდგომლობა მთელი რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ. შესაძლოა გვქონდეს შუამდგომლობა ვიდეომასალის დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც ბოლო დღეებში გავრცელდა. ჩანაწერებში არ არის საუბარი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე. წარვადგინეთ ის ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც გადმოგვეცა ბრალდების მხარის მიერ და რომელიც ბრალდების მხარემ თავად არ დაურთო საქმეს. ეს მტკიცებულებები უარყოფს ბრალდების ვერსიას და ადასტურებენ იმას, რომ ბრალდებულებსა და გიორგი შაქარაშვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან," - განაცხადა არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ. 

დღის ამბები