თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ეკა ქობესაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. იურისტი გაეცნობა საქმის მასალებს. ასევე, მასთან გამოძიებას კითხვები ექნება სატელიტით გადაღებულ იმ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გუშინ გაასაჯაროვა.
"სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ საიდან იყო მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ავუხსენი პროკურატურას, რომ მე ინფორმაცია მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან, მაინც მიიჩნიეს აუცილებლად, რომ გამოვცხადდე და მოხდეს ჩემთან გასაუბრება. უნდა გავეცნო საქმის მასალებს, ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი ინტერესი არის გავეცნო მწყემსების ჩვენებას და ასევე დეტალურ სატელეფონო ამონაწერს თუ რა კომუნიკაცია ჰქონდათ ამ მწყემსებს, რომლებმაც დაინახეს მანქანა, იქაურ უბნის ინსპექტორთან, არის თუ არა შესაბამისობაში მათ მიცემულ ჩვენებებთან," - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.