ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის 28 პასუხი დადებითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია.
მათი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც შეეხება წყაროს, აცხადებენ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება.
აღნიშნულ 28 დადასტურებულ შემთხევაში შედის 21 დაინფიცირებული პედაგოგიც ქუთაისის 32-ე სკოლიდან.