08 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
რუხის საავამდყოფოში პაციენტების მისაღები ადგილები შეივსო

რუხის საავამდყოფოში პაციენტების მისაღები ადგილები შეივსო. კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, მათთან 62 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, სამი პაციენტი კი, რომელსაც ცხელება აღენიშნება, ტესტის პასუხის მოლოდინშია.

რუხში სამეგრელოდან და აფხაზეთიდან 11 პირი რჩება, დანარჩენი კი სხვადასხვა რეგიონიდანაა, მათ შორის 18 ქუთაისელი პედაგოგი და მათი ერთი კონტაქტი. 22 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მეტ-ნაკლებად საშუალო სიმძიმისაა. ამავე კლინიკაში მკურნალობას 8 არასრულწლოვანი განაგრძობს.

დღის ამბები