17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
კორონავირუსი სათანადოდ ვერ შევაფასეთ, შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი არ იქნება​ - ენტონი ფაუჩი

კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება ევროპაშიც. მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. საფრანგეთში COVID-19-ის შემთხვევების მატების მიუხედავად, მთავრობა მკაცრი კარანტინის რეჟიმის ხელმეორედ გამოცხადებას არ აპირებს.

კორონავირუსის 3 539 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. ეს ქვეყნისთვის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსის 2000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა გერმანიაში. ბოლო 24 საათში ვირუსი ესპანეთში, 5000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მზარდია სტატისტიკა შეერთებულ შტატებში, სადაც ინფექციის 47 ათასამდე შემთხვევაა. ენტონი ფაუჩის განცხადებით, შემოდგომა და ზამთარი მარტივი ნამდვილად არ იქნება.

"კორონავირუსის პოტენციალი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. შემოდგომის და ზამთრის გადავლა მარტივი ნამდვილად არ იქნება. პანდემიის შესაძლებლობები სათანადოდ უნდა შევაფასოთ და უკეთ მომზადებულები ვიყოთ," - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

რეკორდული მონაცემი ფიქსირდება ინდოეთშიც. ერთ დღეში ქვეყანაში 98 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

დღის ამბები