ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მსახიობი გიორგი გურგულია ირწმუნება, რომ არასდროს არათუ ცოლზე, არამედ საერთოდ - ქალზე, კინოშიც კი არ უძალადია.
საქმეში კი, სხვა ფაქტები დევს. მსახიობ გიორგი გურგულიას ოჯახის წევრის მიმართ მუქარასა და სისტემატურ ძალადობაში ედება ბრალი. თავად მსახიობი კი დაკავებული არ არის, რადგანაც სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გადახდა დააკისრა. გურგულია ძალადობას კატეგორიულად უარყოფს და მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აღიარებს.
დღეს, საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებული მსახიობი დარწმუნებულია, რომ პროცესების დასრულების შემდეგ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.