"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, სოფელ ჭალადიდში ადგილობრივებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მათი პრობლემები მოისმინა და პარტიის გეგმები გააცნო.
გიგა ბოკერიას თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება, უმუშევრობა და უიმედობაა, ხოლო ადამიანებს ცვლილებების მოლოდინი აქვთ.
"ევროპული საქართველოს" გზავნილი არის, რომ ცვლილებები მოვიტანოთ. გადასახადების დაწევა, კერძო საკუთრებაში ხალხს მიწა და ქონება, შემცირება იმ ხარჯების რასაც მთავრობა ატარებს და ამ ყველაფრის ეკონომიკაში დატოვება და მათთვის რეალური ძალაუფლების მიცემა,"- აცხადებს გიგა ბოკერია.