დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კონსტანტინე ღიბრაძე კიდევ ერთხელ გამოკითხეს, რომელიც ინციდენტის ღამეს, წვეულებაზე დიჯეის სტატუსით იმყოფებოდა.
საქმის პროკურორის მტკიცებით, ღიბრაძემ ჩვენებაში თქვა, რომ ჩხუბში ტატიაშვილის ყველა მგზავრი მონაწილებდა. ასევე, მონაწილებდა ის ორი ახალგაზრდა, რომლებიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდნენ, თუმცა მათი სახელები ვერ დაასახელა. ნანა გუგუტეიშვილის განცხადებით, მოწმემ ნიკა ჟვანიას ეპიზოდი სრულად გაიხსენა, თუმცა ჟვანია მხოლოდ ფიზიკურად აღწერა.
სხდომათა დარბაზიდან გამოსული ბრალდებისა და დაცვის მხარეები საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებოდნენ ჩვენებას, რომელიც დაზარალებულმა დახურულ კარს მიღმა მოსამართლეს მისცა. ადვოკატები კონსტანტინე ღიბრაძის ჩვენებაზე ამბობდნენ, რომ მან ის ორი პირი, რომელიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდა დაასახელა იდენტიფიცირების გარეშე, მაგრამ არა როგორც ჩხუბის მონაწილეები. თუმცა, ადვოკატებიც ადასტურებდნენ, რომ ღიბრაძე ახალგაზრდის მხრიდან ხელებისა და ფეხების ქნევა ნახა, მაგრამ იყო თუ არა ეს ჩხუბი უცნობია.
დღესვე დაიკითხა ლერი მჭედლიძე - იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მერსედესის ეპიზოდის დროს ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა.