19 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოს სახელით, დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა საწარმომ მოახდინა 75 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

დღის ამბები