27 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" დასრულდა

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დღეს დაიხურა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველომ ღონისძიებას მეხუთედ უმასპინძლა. ოფიციალურმა პირებმა საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. უცხოელ სამხედროებს კი სწავლებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს ახალი უწყებრივი მედალი "ღირსეული პარტნიორი" გადაეცათ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილამდე, მრავალეროვნული ძალების მიერ ოპერაციის, სახელწოდებით "ოკასუსის ფარი" საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელიც 3კომპონენტს მოცავდა - თავდაცვის ოპერაციები, გარღვევა და კონტრშეტევა. საჩვენებელი სწავლება მრავალეროვნული ქვედანაყოფის მიერ კონტრშეტევის ოპერაციით დასრულდა

დღის ამბები