მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
პაციენტს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, ამჟამად კი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, დანაშაულის დროს ცოლ-ქმარი ეზოში მუშაობდა, რა დროსაც სახლის მიმართულებით დაუდგენელმა პირმა გაისროლა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება მუხლებით დაიწყო.