19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 187-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3306- ს შეადგენს.

ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და მათი საერთო რაოდენობა 1481 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები