17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დღეს სოფელ ნიქოზში ჩავიდა. შალვა ნათელაშვილმა რუსეთის სამხედროების უკანონო საქმიანობა და ე.წ საზღვრის დემარკაციის მორიგი ფაქტი გააპროტესტა. ნათელაშვილმა მოუწოდა რუსეთში მცხოვრებ 300 ათას ქართველს გამოვიდნენ და აქციები პირდაპირ კრემლის კედელთან გამართონ. 

"რუსმა ოკუპანტებმა კვლავ გაავლეს მავთულხართები. ჩქარობს კრემლი, იციან რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და დაუსჯელად ვეღარ შეძლებენ ისინი საქართველოს აწიოკებას. ამასობაში, მე მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ  300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან, გაიგოს პუტინმა, იქვე თავის კაბინეტთან ქართველთა საპროტესტო ხმა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები