13 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ამჯერად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკის ეზოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. დეპუტატობის კანდიდატმა სამედიცინო სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გაამახვილა პირველად ჯანდაცვაზე, რომლის ხელშეწყობის მიზნით, ბოლო წლების მანძილზე, კახეთის რეგიონის მასშტაბით, სოფლებში 10 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 50-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ამასთან, რეგიონს 10 ახალი გადაუდებელი დახმარების ცენტრი ექნება, საიდანაც 8 ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულდა და 2 წლის ბოლომდე დასრულდება. 

დღის ამბები