19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს, თბილისში კი 47 ახალი შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილ ერთ-ერთ პაციენტს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა- ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. ხოლო მეორე პაციენტს, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს, გულის იშემიური დაავადება და დიაბეტი ჰქონდა.

"ქვეყნის მონაცემებით დღეს 3913 კოვიდინფიცირებულია, აქედან, ახალია 218. ჯერჯერობით, კვლავ ლიდერობს აჭარის რეგიონი. თბილისშია-47, სამეგრელო ზემო-სვანეთში 6. იმერეთში-26, ხოლო გურიაში-2.

გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობა იყო მძიმე, რადგან ორივეს ჰქონდა თანხლები მწვავე დაავადებები. მათი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები