20 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
დაიწყება თუ არა სამართლებრივი დევნა მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ - ადვოკატი პროკურატურას მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს

დაიწყება თუ არა სამართლებრივი დევნა მიხეილ რამიშვილის წინააღმდეგ? - თავად იურისტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დააკავონ. დღეს მის ტელეფონს, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. როგორც პროკურატურა ამტკიცებს, სმარტფონში ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ირწმუნება, რომ მის ტელეფონში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და საქმით დაინტერესებისკენ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს.

მისი თქმით, პროკურატურა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს, რადგან საგამოძიებო უწყებას გახმაურებულ საქმეზე სიმართლის გარკვევა არ სურს.

დღის ამბები