28 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ფოთში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ხმაურია ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ისინი წლებია ამ ნაგებობაში ვაჭრობენ და ამით ოჯახებს არჩენენ, დღეს კი მათთან შენობის მეპატრონე ნოდარ კორსანტია მივიდა და მერიის გადაწყვეტილება გააცნო, სადაც ნაგებობის დემონტაჟის შესახები იუწყებიან, ამის შემდეგ მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ბაზრის მიმდებარედ, მეგრელიშვილის ქუჩაზე სამანქანო გზა გადაკეტეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა თავის დროზე ნებართვის გარეშე დაიწყო, რაზეც მიმდინარეობდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები და ამ ეტაპისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

დღის ამბები