26 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს ვახტანგ ახვლედიანის გამოკითხვით განახლდება

"კურიერის" ინფორმაციით გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო განხილვა "ოქროს მოწმის" ვახტანგ ახვლედიანის გამოკითხვით განახლდება. დაცვის მხარის ინფორმაციით ასევე მოხდება წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ დრომდე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არასრულწლოვნების დანაშაული არ იკვეთება.

დაკავებულთა ადვოკატებმა კომენტარი იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემულ ჩვენებაზეც გააკეთეს.

არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატის ზაქარია გვიშიანის თქმით, იაკობ ბრეგვაძის ჩვენება არა თუ უტყუარი, არამედ არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი იყო.

გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე აცხადებს, რომ არ დასტურდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ "მერსედესისა" და "ტოიოტა კამრის" მგზავრები შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ

პროკურორი ნანა გუგუტიშვილის თქმით წარდგენილ ვიდეომასალაში ასახულია 18-19 ივნისს ნარეკვავში მდებარე აგარაკის მიმდებარედ განვითარებული მოვლენები და ასევე დაზარალებულებისა და ბრალდებულების გადაადგილების კადრებიც.

დღის ამბები